სერვისი

Vertical Technology საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს თანამედროვე ლიფტების მაღალკვალიფიციურ მომსახურებასა და სრულ სერვისს, ხელმისაწვდომს 24/7 რეჟიმში. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივად ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის კომფორტისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. Vertical Technology-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ქალაქის მასშტაბით უბნებზე მიმაგრებული ტექნიკოსები, რომლებიც სპეციალიზებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ეს შესაძლებლობა უზრუნველჰყოფს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და მათ ეფექტურად აღმოფხვრას. კომპანიის მფლობელობაში არსებული სათადარიგო ნაწილების საწყობი გვაძლევს საშუალებას, დროულად ვმართოთ კრიტიკული სიტუაციები და მაქსიმალურად შევამციროთ ლიფტის გაჩერების დრო.

პარტნიორები

მომსახურების ზონები

VERTICAL TECHNOLOGY უზრუნველყოფს მომსახურებას თბილისში, გუდაურში, მცხეთაში, ბორჯომში, ბათუმში, ბაკურიანში, კასპში, ახალციხეში, ბოლნისსა და მარნეულში. 

ჩვენი სერვისი მოქნილია და არ არის ლოკაციით შეზღუდული — მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მზად ვართ დავფაროთ საქართველოს ნებისმიერი ქალაქი.