ჩვენ შესახებ
VERTICAL TECHNOLOGY არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილ ლიფტებისა და ტვირთამწე მექანიზმების სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში მოიპოვა მაღალი ნდობა როგორც საჯარო ისე კერძო სექტორისგან.
ჩვენი გუნდი ემსახურება 700-ზე მეტ ლიფტს ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს უწყვეტ და უსაფრთხო სერვისს თანამედროვე სტანდარტებით.
კომპანიის მთავარ უპირატესობაა სწრაფი რეაგირება, კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კვალიფიციური ტექნიკოსების გუნდი და საკუთარი სათადარიგო ნაწილების საწყობი წარმოადგენს, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ ლიფტების გაჩერების დრო და უზრუნველვყოთ მათი გამართული ფუნქციონირება.
ჩვენ გთავაზობთ ლიფტების ტექნიკურ მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში, ვაწარმოებთ ლიფტების ჩამოტანასა და მონტაჟს, ასევე უზრუნველვყოფთ სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას დროულად და ეფექტიანად.
ჩვენი მომსახურება მოიცავს კონსულტაციას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვამაყობთ ჩვენი პარტნიორებით რომელთა შორისაა: აგროჰაბი, ახალი ნათება, ფორუმი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფრესკო, კრედო ბანკი, ლიდერფუდი, სასტუმროები გუდაური ინნ და ახალციხე ინნ, ჯეო ჰოსპიტალს, დიპლომატ ჯორჯია, ნოვა, საქართველოს უძრავი ქონება, პოლონეთის საელჩო და მრავალი სხვა პარტნიორი.
ორგანიზაციების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც ჩვენი გუნდის ხარისხიანი სერვისის და პროფესიონალიზმის შედეგია.
VERTICAL TECHNOLOGY უზრუნველყოფს კომფორტულ, უსაფრთხო და გამართულ გადაადგილებას, მუდმივად ისწრაფვის ტექნოლოგიური წინსვლისა და პროფესიული ზრდისკენ და აშენებს მტკიცე, სანდო თანამშრომლობებს — დაგვიკავშირდით და გახდით თანამედროვე ლიფტის სერვისის ნაწილი ჩვენთან ერთად.